მხარდაჭერის, გამოხმაურებისა და მოხსენების ნიმუში

როდესაც გვიგზავნით დახმარების მოთხოვნას, მოხსენებას ხარვეზის შესახებ ან გსურთ გამოხმაურება, გთხოვთ დაურთოთ მეტად ვრცელი ინფორმაცია:

  1. რომელ საოპერაციო სისტემას იყენებთ
  2. Tor-ბრაუზერის ვერსია
  3. Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონე
  4. ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, თუ როგორ წააწყდით ხარვეზს, რომ შევძლოთ გადამოწმება (მაგ. გავხსენი ბრაუზერი, ავკრიფე მისამართი, დავაწკაპე რომელიღაც პარამეტრეზე, შემდეგ კი ბრაუზერი უეცრად გაითიშა)
  5. ხარვეზის ამსახველი სურათი
  6. აღრიცხული ჩანაწერები კომპიუტერის Tor-ბრაუზერში (გასახსნელად გამოიყენეთ Ctrl+Shift+J სისტემისთვის Windows/Linux და Cmd+Shift+J სისტემისთვის macOS)
  7. Tor-ის აღრიცხვები (პარამეტრები > დაკავშირება > დამატებით > იხილეთ Tor-ის აღრიცხვები)
  8. რეგიონი, საიდანაც უკავშირდებით Tor-ს.
  9. რეგიონი, შერჩეული კავშირის მეგზურიდან (თუ კავშირის მეგზურს ეხება ხარვეზი)
  10. იზღუდება Tor თქვენს რეგიონში?
  11. თუ Tor-დაუკავშირდა, რა დრო დასჭირდა ჩატვირთვას? რამე ზეგავლენა ჰქონდა გვერდების მონახულების სისწრაფეზე?

Tor user support team office hours

Monday to Thursday: our user support channels on email, Telegram, WhatsApp, and Signal are operational.

Friday to Sunday: the helpline is closed. Please rest assured our team will get back to your messages on Monday.

როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ

რამდენიმე გზაა, ჩვენთან დასაკავშირებლად, გთხოვთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი.

Telegram

გვაქვს რამდენიმე ოფიციალური Telegram-ბოტი და არხი:

  1. @GetTor_Bot Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად.
  2. @GetBridgesBot obfs4-ხიდების მისაღებად.
  3. @TorProject ბოლო სიახლეების გასაცნობად.
  4. @TorProjectSupportBot დახმარებისთვის.
    • ამჟამად, Telegram-ის მხარდაჭერის არხი ხელმისაწვდომია ორ ენაზე: ინგლისური და რუსული.
    • თუ გესაჭიროებათ დახმარება ცენზურისთვის გვერდის ავლაში, გთხოვთ აირჩიეთ მენიუდან, რომელი რეგიონიდან გვიკავშირდებით, რომ გაგვიადვილდეს საკითხის გარკვევა.

Tor-ის ფორუმი

გირჩევთ, დახმარება ითხოვოთ Tor-ის ფორუმზე. დაგჭირდებათ ანგარიშის შექმნა ახალი თემის გასახსნელად. გთხოვთ გაეცნოთ მიმოწერის მითითებებს და გადახედოთ არსებულ თემებს კითხვის დასმამდე. ჯერჯერობით, სწრაფი პასუხის მისაღებად გთხოვთ დაწეროთ ინგლისურად. თუ წააწყდით ხარვეზს, გამოიყენეთ GitLab.

WhatsApp

დახმარების მისაღებად გამოგვიგზავნეთ ტექსტური შეტყობინება WhatsApp-ნომერზე: +447421000612. მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექსტური წერილების გამოყენებით; ვიდეოები ან სატელეფონო ზარები არაა მხარდაჭერილი.

Signal

დახმარების მისაღებად გამოგვიგზავნეთ ტექსტური შეტყობინება Signal-ის ნომერზე: +17787431312. Signal თავისუფალი და პირადულობის დაცვაზე მიმართული აპლიკაციაა მიმოწერისთვის. ამჟამად, ჩვენი მხარდაჭერის ფორუმი ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე და ყურადღება ექცევა Tor-მომხმარებლებს ცენზურის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან. მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექსტური წერილების გამოყენებით; ვიდეოები ან სატელეფონო ზარები არაა მხარდაჭერილი. წერილის მოწერის შემდგომ ჩვენი წარმომადგენლები გაგიძღვებიან სიძნელეების გადალახვაში.

ელფოსტა

მოგვწერეთ ელფოსტაზე frontdesk@torproject.org

ელფოსტის თემის ველით, გვაცნობეთ რას შეეხება მოხსენება. რაც უფრო ნათლად იქნება საკითხი მოცემული (მაგ. „კავშირის ხარვეზი“, „გამოხმაურება საიტის შესახებ“, „გამოხმაურება Tor-ბრაუზერის თაობაზე“, „მესაჭიროება გადამცემი ხიდი“), მით უფრო ადვილად შევძლებთ გარკვევასა და თვალის მიდევნებას. ზოგჯერ, როცა ვიღებთ წერილებს საკითხის მიუთითებლად, აღინიშნება ხოლმე არასასურველ შეტყობინებად და ვეღარ ვნახულობთ.

სწრაფი პასუხისთვის გთხოვთ დაწეროთ ინგლისურად, რუსულად, ესპანურად, ჰინდიზე, ბენგალურად და/ან პორტუგალიურად, თუ მოახერხებთ. თუ არცერთი ეს ენა არაა გამოსადეგი, მაშინ მოგვწერეთ სასურველ ენაზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პასუხმა შეიძლება დიდხანს გასტანოს, ვინაიდან დრო დაგვჭირდება გადასათარგმნად და გასაგებად.

IRC და Matrix

შეგიძლიათ მონახოთ #tor არხი OFTC-ზე ან Tor-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის არხი Matrix-ზე. შესაძლოა, მაშინათვე არ გიპასუხოთ, თუმცა ვამოწმებთ ხოლმე დაგროვილ მონაწერებს და აუცილებლად გამოგეხმაურებით, როცა მოვიცლით.

იხილეთ, როგორ გამოიყენოთ IRC / Matrix.

GitLab

პირველ რიგში შეამოწმეთ, ხარვეზი უკვე ცნობილია თუ არა. შეგიძლია მოიძიოთ და იხილოთ ყველა ხარვეზი, მისამართზე https://gitlab.torproject.org/. ახალი საკითხის წამოსაჭრელად, გთხოვთ მოითხოვოთ ახალი ანგარიში Tor-პროექტის GitLab-განყოფილებასთან წვდომისთვის და მონახეთ შესაფერისი საცავი ხარვეზის მოსახსენებლად. Tor-ბრაუზერთან დაკავშირებული საკითხები განიხილება Tor-ბრაუზერის ხარვეზების აღმნუსხავში. ჩვენს ვებსაიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე გახსენით ბილეთი ვებხარვეზების აღმნუსხავში.