CHOOSE DISPLAY LANGUAGE

When you launch Tor Browser the display language is set to the default language of your system. Tor Browser is available in multiple languages and you can change the display language by clicking on "Change Language".

Change Tor Browser's display language

In the "Language" settings, select your desired display language from the dropdown menu.

Select display language of Tor Browser

დაკავშირება

Tor-ბრაუზერის გაშვებისას იხილავთ Tor-თან დაკავშირების ფანჯარას. იგი გთავაზობთ აირჩიოთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ Tor-ქსელს, თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. Toggle on "Always connect automatically" to allow Tor Browser connect to the Tor network automatically with the previously saved connection settings, everytime the browser is launched.

დაწკაპეთ 'დაკავშირებას' Tor-ქსელთან მისაერთებლად

უმეტეს შემთხვევაში „დაკავშირებაზე“ დაჭერა საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე.

როდესაც დააწკაპებთ, გამოჩნდება მდგომარეობის ზოლი, სადაც ნაჩვენები იქნება Tor-თან კავშირის მიმდინარეობა. თუ შედარებით სწრაფი ინტერნეტი გაქვთ და ზოლის შევსება გაიჭედება ერთ წერტილში, დაიხმარეთ „კავშირის მეგზური“ ან იხილეთ გაუმართაობის აღმოფხვრის გვერდი ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ იცით, რომ თქვენი კავშირი ცენზურის ქვეშაა ან პროქსის იყენებს, მაშინ უმჯობესია დაწკაპოთ „კავშირის გამართვა“.

დაწკაპეთ 'კავშირის გამართვას' ქსელის პარამეტრების მოსარგებად

კავშირის მეგზური

თუ Tor იზღუდება თქვენს ადგილსამყოფელზე, ხიდი გამოგადგებათ. კავშირის მეგზური აგირჩევთ მდებარეობის მიხედვით.

კავშირის მეგზური ავტომატურად

თუ კავშირის მეგზური ვერ დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს, აირჩიეთ მხარე ჩამოსაშლელი მენიუდან და დაწკაპეთ „ხიდის მოსინჯვა“.

კავშირის მეგზურის გამართვა

გამართვა

Tor-ბრაუზერი გაგიძღვებათ გარკვეული სახის პარამეტრების გასამართად.

კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ.

კავშირის წარმატებულად შემოწმება

კავშირის წარუმატებლად შემოწმება

The first toggle is 'Always connect automatically'. If toggled on, every time you open Tor Browser, it will try to connect with your previously saved connection settings.

Connect Automatically

თუ იცით, რომ ცენზურის ქვეშ იმყოფებით ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, შეგიძლიათ სცადოთ მისაერთებელი გადამყვანების გამართვა Tor-ბრაუზერში. „ხიდებთან“ გამოჩნდება გვერდის ავლის არე, საიდანაც შეძლებთ გამართოთ მისაერთებელი გადამყვანები ან დაუკავშირდეთ ხიდებით.

Tor-ხიდის გამართვა

სხვა პარამეტრები

თუ თქვენი კავშირი პროქსის იყენებს, მის გასამართად გახსენით „პარამეტრები...“ და შემდეგ „მიუთითეთ, თუ როგორ დაუკავშირდეს Tor-ბრაუზერი ინტერნეტს“. ჩვეულებრივ, არაა საჭირო რამის შეცვლა. წესით, ისედაც გეცოდინებათ, თუ რომელიმე უჯრის მონიშვნაა საჭირო, რადგან იმავე პარამეტრების მითითება, სხვა ბრაუზერებზეც დაგჭირდებოდათ. თუ შესაძლებელია, გაესაუბრეთ თქვენი ქსელის ზედამხედველს, დამატებითი მითითებებისთვის. თუ თქვენი ქსელი არ იყენებს პროქსის, დაწკაპეთ „დაკავშირება“.

პროქსის პარამეტრები Tor-ბრაუზერისთვის