Tor-ბრაუზერი Android-ზე
Tor-ბრაუზერი Android-ზე ერთადერთი ოფიციალური მობილური ბრაუზერია, რომლის მხარდაჭერასა და შემუშავებასაც უზრუნველყოფს Tor-პროექტი. იგი მსგავსია კომპიუტერის Tor-ბრაუზერისა, ოღონდ Android-მოწყობილობებისთვისაა. მთავარი შესაძლებლობები Tor-ბრაუზერისა Android-ზე არის: საიტებზე თვალის დევნების შემცირება, ზედამხედველობისგან დაცვა, ბრაუზერის ამოცნობის არიდება და ცენზურისთვის გვერდის ავლა.
სისტემის მოთხოვნები
Tor-ბრაუზერის საფუძვლად Android-ზე გამოყენებულია Mozilla Firefox Android-ზე და ხელმისაწვდომია:
- Android 5.0 ან უფრო ახალი.
- Aarch64, Arm, x86_64 და x86 არქიტექტურა.
შენიშვნა: თუ ზუსტად არ იცით, რომელი არქიტექტურაა მხარდაჭერილი თქვენს Android-მოწყობილობაზე, სასურველია Tor-ბრაუზერის დასაყენებლად გამოიყენოთ შესაბამისი მაღაზია, ე.ი. Google Play Store ან F-Droid.
ჩამოტვირთვა და დაყენება
Tor-ბრაუზერის Android-ზე გადმოსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ Play Store, F-Droid, Tor-პროექტის საიტი და GetTor.
Google Play
Tor-ბრაუზერი Android-ზე რომ დააყენოთ, შეგიძლიათ ინახულოთ Google Play Store.
F-Droid
Guardian Project გთავაზობთ Tor-ბრაუზერს Android-ზე Guardian-Project-საცავიდან F-Droid-ზე. Tor-ბრაუზერის Android-ზე დასაყენებლად F-Droid-იდან მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- ჩამოტვირთეთ F-Droid თქვენს Android-მოწყობილობაზე F-Droid-საიტიდან..
- დააყენეთ F-Droid Android-ზე და გაუშვით პროგრამა.
- გადასაადგილებელი ზოლიდან ეკრანის ქვემოთ შეეხეთ „პარამეტრებს“ (⚙️).
- „My Apps“ არეში გახსენით „Repositories“.
- შეეხეთ ღილაკს „+“ საცავის დასამატებლად.
- დაამატეთ Guardian-პროექტის პროგრამების ოფიციალური საცავი.
- გარკვეულ ხანს შეიძლება გასტანოს, სადაც F-Droid ჩამოტვირთავს აპლიკაციების სიას Guardian-პროექტის საცავიდან.
- დასადასტურებლად შეეხეთ „Add Repository“.
- დაუბრუნდით F-Droid-ის მთავარ გვერდს.
- შეეხეთ „ძიებას“ (🔍) და მონახეთ „Tor Browser for Android“.
- შეეხეთ Tor-ბრაუზერს Android-ზე“ და შემდეგ აირჩიეთ „Install“ დასაყენებლად.
Tor-პროექტის საიტი
Tor-ბრაუზერი Android-ზე ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ apk
Android-კრებულით Tor-პროექტის საიტიდან.
თუ არაა ხელმისაწვდომი Tor-პროექტის საიტი, სანაცვლოდ მოსინჯეთ ოფიციალური სათადარიგო ბმულები ან EFF, ანდა Calyx Institute.
GetTor
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Android-კრებული (apk
) GetTor-იდან ელფოსტით ან Telegram-ით.
ელფოსტით:
- გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org და შიგთავსში ჩაუწერეთ მხოლოდ „android“.
- GetTor უპასუხებს წერილს ელფოსტაზე ბმულებით, რომლებითაც შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის Android-ზე დასაყენებელი ფაილი, დაშიფრული ხელმოწერა ფაილის ნამდვილობის შესამოწმებლად და გასაღების ანაბეჭდი, რომლითაცაა შედგენილი ხელმოწერა.
Telegram-ით:
- მისწერეთ და გიპასუხებთ @GetTor_Bot Telegram-ზე.
- შეეხეთ ღილაკს 'Start' ან აკრიფეთ
/start
მიმოწერის არეში. - აირჩიეთ ენა.
- აირჩიეთ „გამომიგზავნე Tor-ბრაუზერი“ და მიუთითეთ Android.
- GetTor გიპასუხებთ ჩამოსატვირთი Tor-ბრაუზერის ფაილითა და მისი ხელმოწერით
apk
ფაილის ნამდვილობის დასამოწმებლად.
გაშვებულია Tor-ბრაუზერი Android-ზე პირველად
ენის არჩევა
როდესაც გაუშვებთ Tor-ბრაუზერს Android-ზე ენად მითითებული ექნება სისტემის ნაგულისხმევი. Tor-ბრაუზერი ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე.
ენის ასარჩევად:
- შეეხეთ „Settings“ (⚙️).
- შეეხეთ „ენას“.
- აირჩიეთ სასურველი ენა.
დაკავშირება
Tor-ბრაუზერის პირველად გაშვებისას იხილავთ ასარჩევს, დაუკავშირდეთ პირდაპირ Tor-ქსელს ან გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი ქსელისთვის.
- ჩაურთეთ „ყოველთვის თვითდაკავშირება“, რომ Tor-ბრაუზერი თავადვე დაუკავშირდეს ხოლმე Tor-ქსელს წინათ დამახსოვრებული პარამეტრებით ყოველი გაშვებისას.
- შეეხეთ „დაკავშირებას“, რომ დაიწყოს Tor-ქსელთან მიერთება.
- გამოჩნდება წინსვლის ზოლი, რომელიც მიუთითებს კავშირის მიმდინარეობას.
კავშირის მეგზური
თუ თქვენი ქსელი ცენზურის ქვეშაა და პირდაპირ ვერ უკავშირდებით Tor-ქსელს, კავშირის მეგზური შეიძლება გამოგადგეთ. კავშირის მეგზური შესაძლებლობაა Tor-ბრაუზერში Android-ზე, რომელიც გამოდგება ცენზურისთვის გვერდის ავლის საშუალებების თავისთავად შერჩევისთვის თქვენი მდებარეობის შესაბამისად.
- შეეხეთ „ხიდის მოსინჯვას“.
- თუ კავშირის მეგზური ვერ დაადგენს თქვენს ადგილსამყოფელს, აირჩიეთ თქვენი მხარე ჩამოსაშლელი მენიუდან და დაწკაპეთ „ხიდის მოსინჯვა“.
გამართვა ცენზურის ასარიდებლად
თუ ისეთ მხარეში იმყოფებით, რომელშიც დიდია ზეწოლა ინტერნეტის შეზღუდვებით და კავშირის მეგზური ვერ ახერხებს Tor-ქსელთან მიერთებას, მიჰყევით დამატებით ნაბიჯებს Tor-ბრაუზერის გასამართად Android-ზე. როცა პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან იზღუდება, შესაძლებელია Tor გამოიყენოთ გვერდის ავლის საშუალებებით, ე.წ მისაერთებელი გადამყვანებით შეზღუდვების ასარიდებლად. obfs4, Snowflake და meek-azure სხვადასხვა სახის მისაერთებელი გადამყვანია, რომელიც ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერში Android-ზე.
- შეეხეთ „კავშირის გამართვას“ ან „პარამეტრებს“ (⚙️) და შემდეგ ჩაუყევით, რომ იხილოთ „კავშირის“ განყოფილებაში „ხიდის გამართვა“.
- გადართეთ „ხიდის გამოყენებაზე“.
- აირჩიეთ
obfs4
,meek-azure
ანsnowflake
.
თუ გაქვთ მოძიებული ხიდის მისამართები Tor-პროექტის ხიდების საიტიდან, ელფოსტიდან ან Telegram-იდან:
- შეეხეთ „ნაცნობი ხიდის მითითებას“.
- ჩასვით ხიდის მისამართები შესაყვან ველში.
Tor-ბრაუზერის შესაძლებლობები Android-ზე
ახალი Tor-წრედი
მოქმედი ჩანართის ახლიდან ჩასატვირთად სხვა Tor-წრედით, შეეხეთ „ახალ წრედს“ მენიუდან. ამას ზეგავლენა არ ექნება სხვა ჩანართის კავშირებზე, არ გაასუფთავებს პირად მონაცემებს და არ გამიჯნავს თქვენს მოქმედებებს.
დაცვის დონეები
უსაფრთხოების დონეები გათიშავს ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობებს, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. Tor-ბრაუზერი Android-ზეც გთავაზობთ უსაფრთხოების სამ დონეს, როგორც კომპიუტერზე. შეგიძლიათ შეცვალოთ უსაფრთხოების დონე შემდეგი ნაბიჯებით:
- შეეხეთ „ქაბაბის მენიუს“, ანუ შვეულ სამ წერტილს გადაადგილების ველში.
- ჩაუყევით ქვემოთ „პირადულობისა და უსაფრთხოების“ არემდე და შეეხეთ „დაცვის დონეს“.
- შეგიძლია აირჩიოთ რომელიმე, მაგ ჩვეულებრივი, მეტად დაცული და სრულიად დაცული.
ბრაუზერის განახლება
Tor-ბრაუზერი Android-ზე მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თუ განაგრძობთ მოძველებული ვერსიის გამოყენებას, დაუცველი დარჩებით უსაფრთხოების ხვრელების მიმართ, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობასა და ვინაობის გაუმხელობას. Tor-ბრაუზერის გასაახლებლად Android-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ Play Store, F-Droid და Tor-პროექტის ვებსაიტი.
განახლება Google-Play-იდან
- გახსენით პროგრამა Google Play Store.
- ზემოთ, მარჯვნივ შეეხეთ პროფილის ნიშანს.
- შეეხეთ აპების მართვას 'Manage apps and devices'.
- შეეხეთ მართვის ჩანართს 'Manage'.
- შეეხეთ ხელმისაწვდომ განახლებებს 'Updates available'
- შეეხეთ Tor-ბრაუზერს Android-ზე განსაახლებელი აპების ჩამონათვალში.
- შეეხეთ განახლებას 'Update'.
ამოშლა F-Droid-იდან
- შეეხეთ „Settings“ და შემდეგ „Manage installed apps“.
- მომდევნო ეკრანზე აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და შემდეგ შეეხეთ ღილაკს „Update“.
განახლება საიტიდან, Tor-ის სათადარიგო ბმულიდან ან GetTor-იდან
- ჩამოტვირთეთ უახლესი Tor-ბრაუზერის კრებული Android-ზე (
apk
) Tor-პროექტის ვებსაიტიდან, რომელიმე ოფიციალური სათადარიგო ბმულიდან ან GetTor. - დააყენეთ
apk
ფაილი. - ჩვეულებრივ, უახლესი ვერსიის Tor-ბრაუზერი Android-ზე გადაეწერება წინა ვერსიას, შესაბამისად, ბრაუზერი განახლდება.
- თუ განახლება ვერ მოხერხდება, უნდა ამოშალოთ წინა Tor-ბრაუზერი ახლის დაყენებამდე.
ამოშლა
Tor-ბრაუზერის Android-იდან ამოსაშლელად შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ F-Droid, Google Play ან მოწყობილობის აპლიკაციების პარამეტრები.
ამოშლა Google-Play-იდან
- გახსენით პროგრამა Google Play Store.
- ზემოთ, მარჯვნივ შეეხეთ პროფილის ნიშანს.
- შეეხეთ აპების მართვას 'Manage apps and devices'.
- შეეხეთ მართვის ჩანართს 'Manage'.
- შეეხეთ Tor-ბრაუზერს Android-ზე მოწყობილობაზე დაყენებული აპების ჩამონათვალში.
- შეეხეთ ამოშლას 'Uninstall'.
Uninstall from F-Droid store
- შეეხეთ „Settings“ და შემდეგ „Manage installed apps“.
- მომდევნო ეკრანზე აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და შემდეგ შეეხეთ ღილაკს „Uninstall“.
ამოშლა მოწყობილობის პარამეტრებიდან
- დამოკიდებულია თქვენი მობილურის გამომშვებზე, იხილეთ Settings > Apps, აირჩიეთ Tor-ბრაუზერი და შეეხეთ ღილაკს „Uninstall“.
ხარვეზების მოგვარება
მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რომელი ვერსიის Tor-ბრაუზერი გაქვთ Android-ზე და მოიძიოთ Tor-აღრიცხვები ბრაუზერთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ეს მეტად გამოსადეგი მონაცემებია გასაზიარებლად მხარდაჭერის მიღებისთვის ან ხარვეზის მოსახსენებლად.
ბრაუზერის ვერსიის შემოწმება
პროგრამიდან:
- როცა გაშვებულია Tor-ბრაუზერი Android-ზე, შეეხეთ „პარამეტრებს“.
- ჩაუყევით გვერდს ქვემოთ.
- შეეხეთ „Tor-ბრაუზერის შესახებ“.
- ვერსიის ნომერი აღნუსხული უნდა იყოს ამ გვერდზე.
Android-მენიუდან:
- გადადით Android-პარამეტრებში.
- შეეხეთ „Apps“ პროგრამების ჩამონათვალის სანახავად თქვენს მოწყობილობაზე.
- მონახეთ „Tor-ბრაუზერი“ პროგრამების სიაში.
- შეეხეთ „Tor-ბრაუზერი“.
- ჩაუყევით სულ ქვემოთ გვერდს, სადაც ვერსიის ნომერია მოცემული.
Tor-აღრიცხვების ნახვა
Tor-ის აღრიცხვების სანახავად:
- შეეხეთ პარამეტრების ნიშანს ან „კავშირის გამართვას“, როცა ეკრანზე გამოჩნდება „დააკავშირეთ Tor“.
- გადადით „კავშირის“ არეზე პარამეტრებში.
- შეეხეთ „Tor-ის აღრიცხვებს“.
- Tor-ის აღირცხვების ასლის ასაღებად დააჭირეთ „ასლის“ ღილაკს ეკრანის ქვედა არეში.
ზოგიერთი გავრცელებული ხარვეზის მოსაგვარებლად აღრიცხვების გარჩევით, იხილეთ მხარდაჭერის გვერდი.
გამოვლენილი ხარვეზები
ამ დროისთვის, არის გარკვეული ნაწილი შესაძლებლობების, რომელიც მიუწვდომელია Tor-ბრაუზერში Android-ზე, მაგრამ ხელმისაწვდომია Tor-ბრაუზერში კომპიუტერზე.
- არ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი Tor-წრედი. #41234
- Tor-ბრაუზერი Android-ზე არ დაუკავშირდება ქსელს, თუ SD-ბარათზე გადაიტანთ. #31814
- ვერ ხერხდება იმ Onion-მისამართების გახსნა, რომლებიც საჭიროებს კლიენტის დამოწმებას. #31672
- 'ახალი ვინაობა' მიუწვდომელია Tor-ბრაუზერში Android-ზე. #42589
ვრცლად Tor-ის შესახებ მობილურ მოწყობილობებზე
Orfox
Orfox პირველად გამოვიდა 2015 წელს, რომელსაც უზრუნველყოფს Guardian Project, Android-მომხმარებლებისთვის Tor-ით სარგებლობის შესაძლებლობის მისაცემად. მომდევნო სამ წელიწადში, Orfox მუდმივად ვითარდებოდა და გახდა გავრცელებული საშუალება, ინტერნეტის მოსანახულებლად პირადულობის დაცვით, ჩვეულებრივ ბრაუზერებთან შედარებით, ამასთან Orfox იყო გადამწყვეტი იმ ხალხისთვის, ვისაც ესაჭიროებოდა ცენზურისთვის გვერდის ავლა, აკრძალულ საიტებთან ან მასალებთან წვდომისთვის. 2019 წელს, Orfox დაიხურა, მას შემდეგ რაც გამოვიდა ოფიციალური Tor-ბრაუზერი.
Orbot
Orbot არის უფასო პროქსი, რომელიც სხვა პროგრამებს აძლევს Tor-ქსელის გამოყენების საშუალებას. Orbot იყენებს Tor-ს ინტერნეტკავშირის დასაშიფრად. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ მობილურში დაყენებული სხვა პროგრამებით, თავი აარიდოთ ცენზურას ან თავი დაიცვათ მიყურადებისგან. Orbot რომ ჩამოტვირთოთ და დააყენოთ, შეგიძლიათ ინახულოთ Google Play. იხილეთ ჩვენი მხარდაჭერის გვერდი, რომ გაარკვიოთ, Tor-ბრაუზერი Android-ზე და Orbot ორივე გჭირდებათ, თუ მხოლოდ რომელიმე მათგანი.
Tor-ბრაუზერი iOS-ზე
არაა ხელმისაწვდომი Tor-ბრაუზერი iOS-ზე. ჩვენ გირჩევთ iOS-პროგრამას სახელწოდებით Onion Browser, რომელიც ღია წყაროსია, იყენებს Tor-კავშირს და შემუშავებულია იმ ხალხის მიერ, რომელთა საქმიანობაც მეტად ახლოსაა Tor-პროექტთან. მიუხედავად ამისა, ვინაიდან Apple მოითხოვს, რომ iOS-ზე არსებულ ბრაუზერებში აუცილებლად გამოიყენებოდეს Webkit, Onion-ბრაუზერი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოების ისეთივე დონეს, როგორსაც Tor-ბრაუზერი.
იხილეთ ვრცლად Onion Browser-ის შესახებ. ჩამოტვირთეთ Onion Browser App Store-იდან.
Tor-ბრაუზერი Windows-Phone-ზე
ამჟამად არ არსებობს რამე მხარდაჭერილი გზა Tor-ის ძველ Windows-ტელეფონებზე გასაშვებად, თუმცა Microsoft-ის მიერ გავრცელებულ ახალ ტელეფონებზე იგივე ნაბიჯები გამოდგება, რომლებითაც შესაძლებელია Tor-ბრაუზერის Android-ზე დაყენება.