თუ პირადი მონაცემები, როგორიცაა ანგარიშის სახელი და პაროლი, ინტერნეტით დაუშიფრავად გადაიცემა, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მეთვალყურეებისთვის. საიტის ანგარიშზე შესვლისას, დარწმუნდით რომ ეს საიტი უზრუნველყოფს HTTPS-დაშიფვრას, რომელიც დაგიცავთ ინფორმაციის ამგვარი სახით ხელყოფისგან. ამის გადამოწმება შეგიძლიათ მისამართების ველიდან. თუ თქვენი კავშირი დაშიფრულია, მისამართის თავსართი იქნება „https://“ და არა „http://“.
მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი Tor-ბრაუზერში
მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი ყველა საიტს აიძულებს, კავშირისთვის გამოიყენოს უსაფრთხო და დაშიფრული არხი, სახელწოდებით HTTPS.
საიტების უმეტესობაზე ისედაც მხარდაჭერილია HTTPS;ზოგზე ორივე გამოიყენება, HTTP და HTTPS.
ამ რეჟიმის ჩართვა საწინდარია, რომ საიტთან კავშირი დაიშიფრება HTTPS-ით მეტი უსაფრთხოებისთვის.

ზოგ ვებსაიტზე მხოლოდ HTTP არის მხარდაჭერილი და ვერ გაუმჯობესდება. თუ HTTPS-სახით არაა საიტი ხელმისაწვდომი, იხილავთ გვერდს „უსაფრთხო საიტი მიუწვდომელია“:

თუ დააწკაპებთ „გადასვლა HTTP-საიტზე“, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და იხილავთ საიტის HTTP-ვერსიას. მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი დროებით გამოირთვება ამ საიტისთვის.
დაწკაპეთ „უკან დაბრუნების“ ღილაკზე, თუ გსურთ, აირიდოთ დაუშიფრავი კავშირები.
კრიპტოვალუტის უსაფრთხოება
Tor-ბრაუზერი გაცნობებთ, თუ კრიპტოვალუტის მისამართის ასლი დაუცველი HTTP-ვებსაიტიდან იქნება აღებული.
კრიპტოვალუტის მისამართი შესაძლოა შეცვლილი იყოს და არ იქნება სანდო.
„ჩანართის ჩატვირთვა ახალი წრედით“ ეცდება გახსნას უსაფრთხო კავშირით გვერდი ახალი Tor-წრედის მეშვეობით.

თუ გსურთ დაწკაპოთ „აცილება“, საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და კრიპტოვალუტის მისამართის ასლიც აღებული იქნება.
როგორ შიფრავს HTTS და Tor ბრაუზერის გამოყენებისას თქვენს პირად მონაცემებსა და ვინაობას
მოცემულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის Tor-ბრაუზერისა და HTTP-დაშიფვრის გამოყენებისას ან მათ გარეშე:
- დააწკაპეთ ღილაკს „Tor“ და იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი უცხო დამკვირვებლებისთვის, როცა Tor გამოიყენება. ღილაკი გამწვანდება იმის მისანიშნებლად, რომ Tor ჩართულია.
- დაწკაპეთ ღილაკს „HTTPS“ და იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი უცხო დამკვირვებლებისთვის, როცა HTTPS გამოიყენება. ღილაკი გამწვანდება იმის მისანიშნებლად, რომ HTTPS ჩართულია.
- როდესაც ორივე ღილაკი მწვანეა, იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი უცხო თვალისთვის, ორივე მათგანით სარგებლობისას.
- როდესაც ორივე ღილაკი ნაცრისფერია, იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხელმისაწვდომი უცხო თვალისთვის, როცა არცერთს არ იყენებთ.
შესაძლო ხილული მონაცემები
-
Site.com
-
მონახულებული საიტი.
-
user / pw
-
მეტსახელი და პაროლი დამოწმებისთვის.
-
მონაცემები
-
გადაცემული მონაცემები.
-
მდებარეობა
-
ვებსაიტზე შესული კომპიუტერის ქსელის მისამართი (გარე IP).
-
Tor
-
გამოყენებულია თუ არა Tor.