ნაგულისხმევად Tor-ბრაუზერი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას მიმოცვლილი მონაცემების დაშიფვრით. დამატებით შეგიძლიათ გაზარდოთ უსაფრთხოება ვებგვერდებზე გარკვეული სახის შესაძლებლობების გათიშვით, რომლებიც სახიფათოა თქვენი დაცულობისა და ვინაობის გაუმხელობისთვის. ამის გაკეთება Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონის მომატებითაა შესაძლებელი.

უსაფრთხოების დონეები

დაცვის დონის აწევა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების პარამეტრებიდან გათიშავს ან ნაწილობრივ შეზღუდავს ბრაუზერის გარკვეულ შესაძლებლობებს შეტევების აღკვეთის გასაძლიერებლად. Tor-ბრაუზერის დაცვის დონის მომატებით ზოგიერთი ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული წონასწორობის დაცვა უსაფრთხოებასა და გამოყენების მოხერხებულობას შორის. ცვლილებების უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ უსაფრთხოების დონის შერჩევითა და ბრაუზერის ხელახლა ჩართვით.

ჩვეულებრივი
  • მოცემული დონისთვის, Tor-ბრაუზერისა და ვებსაიტების შესაძლებლობები ჩართულია.
  • Tor-ბრაუზერს უსაფრთხოების დონედ ნაგულისხმევად მითითებული აქვს „ჩვეულებრივი“.
მეტად დაცული
  • გაითიშება ვებსაიტის საფრთხისშემცველი შესაძლებლობები. შედეგად შესაძლოა, ზოგიერთმა საიტმა გამართულად ვერ იმუშაოს.
  • JavaScript გათიშულია HTTPS-ს არმქონე ყველა საიტზე.
  • შრიფტებისა და მათემატიკური სიმბოლოების ნაწილი გათიშულია.
  • ხმოვანი ფაილები და ვიდეო (HTML5-მასალები) ეშვება დაწკაპებით.
სრულად დაცული
  • ამ დონეზე დაშვებულია მხოლოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც საჭიროებს უცვლელი შიგთავსის მქონე საიტები და ძირითადი მომსახურებები. ცვლილებები შეეხება სურათებს, ფაილებსა და სკრიპტებს.
  • JavaScript გათიშულია ყველა საიტზე ნაგულისხმევად.
  • შრიფტების, ხატულების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სურათების ნაწილი გათიშულია.
  • ხმოვანი ფაილები და ვიდეო (HTML5-მასალები) ეშვება დაწკაპებით.

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲓᲝᲜᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ

წვდომა უსაფრთხოების დონის პარამეტრებთან

უსაფრთხოების დონის სანახავად და შესარჩევად Tor-ბრაუზერში:

  • დაწკაპეთ „ფარის“ ხატულა (🛡️) მისამართების ველში.
  • დაწკაპეთ „პარამეტრები“.
  • გადაგამისამართებთ Tor-ბრაუზერის პარამეტრებში და გამოჩნდება ბრაუზერში ამჟამად მითითებული უსაფრთხოების დონე.
  • დაწკაპეთ „შეცვლა“.
  • შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე, მაგ ჩვეულებრივი, მეტად დაცული და სრულად დაცული.
  • დაწკაპეთ „შენახვა და კვლავ გაშვება“ ბრაუზერის ხელახლა გასაშვებად.

პარამეტრების შენახვა და ბრაუზერის ხელახლა გაშვება