• Tor საჭიროებს თქვენი სისტემის საათის (ასევე დროის სარტყლის) სწორად მითითებას.

  • ანტივირუსი ან მავნე პროგრამებისგან დაცვა ზღუდავს Tor-ბრაუზერთან წვდომას. ზოგჯერ, აგდებს ცრუ განგაშს, მავნე პროგრამებსა და/ან სისუსტეებზე. ვრცლად, ამის შესახებ იხილავთ ჩვენი მხარდაჭერის საიტზე. ქვემოთ მოცემული ზოგიერთი ანტივირუსი და ქსელის ფარი ცნობილია, რომ აფერხებს Tor-ს და შესაძლოა, მისი დროებით გათიშვა დაგჭირდეთ:

    • Webroot SecureAnywhere
    • Kaspersky Internet Security 2012
    • Sophos Antivirus Mac-ისთვის
    • Microsoft Security Essentials
    • Avast Antivirus
  • VPN-ები ასევე აფერხებს Tor-ს და საჭიროა მათი გათიშვა. ამასთანავე, არ გირჩევთ VPN-ის გამოყენებას Tor-თან ერთად, თუ არ ხართ გამოცდილი მომხმარებელი, რომელმაც იცის თუ როგორ გამართოს ორივე ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. დაწვრილებით, Tor-ის VPN-თან გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვიკიში.

  • ვიდეოები, რომელთაც ესაჭიროება Adobe Flash, მიუწვდომელია. Flash გათიშულია უსაფრთხოების მიზნით.

  • Tor-მა შესაძლოა გადამცემი ხიდი აღარ გამოიყენოს, თუ პროქსია მითითებული.

  • Tor-ბრაუზერის კრებული დათარიღებულია 1 იანვრით, 2000 00:00:00 UTC. ეს იმისთვის, რომ ყოველი ანაწყობი ზუსტად ერთნაირად გავრცელდეს.

  • საკითხები Tor-ბრაუზერის ნაგულისხმევად მითითების შესახებ.

  • თუ Tor-ბრაუზერი აქამდე მუშაობდა და აღარ მუშაობს (განსაკუთრებით თავიდან დაყენების ან განახლების შემდგომ), შეიძლება თქვენი სისტემა ძილის რეჟიმში იმყოფებოდა. სისტემის ხელახლა ჩართვა ასეთ შემთხვევაში შველის ხოლმე.

  • Tor ვერ გაეშვება Windows-ში, როცა საქაღალდის მისამართში არალათინური სიმბოლოებია.

  • BitTorrent ვერ უზრუნველყოფს ვინაობის გაუმხელობას Tor-ით.

  • ვინაობის ვებდამოწმებისა (WebAuthn) და საყოველთაო 2-ბიჯიანი დამოწმების (U2F) (ე.ი. YubiKey) მხარდაჭერა გათიშულია Tor-ბრაუზერში.

  • ატვირთული სურათები Tor-ბრაუზერში (კომპიუტერსა და Android-ზე) შემთხვევითი შერჩევითაა.