სისტემის მოთხოვნები

Tor-ბრაუზერის საფუძვლად გამოყენებულია Mozilla Firefox ESR (გაფართოებული მხარდაჭერის გამოშვება), რომელიც დროდადრო იღებს უსაფრთხოების გადამწყვეტი საშუალებებისთვის განახლებებს Firefox-ის მთავარი ვერსიიდან. ამ განახლების შედეგად მოძველებული საოპერაციო სისტემები თანდათან შეუსაბამო გახდება პროგრამისთვის საჭირო ხელსაწყოების ახალ ვერსიებთან, რომლებიც მხოლოდ ბოლოდროინდელ სისტემებზეა ხელმისაწვდომი. ვადაგასული სისტემების მხარდაჭერა ხიფათის ქვეშ ამყოფებს Tor-ბრაუზერის უსაფრთხოებას, ვინაიდან საჭირო იქნება დაცვის განახლებული საშუალებებისა და იმ ხერხების გამოთიშვა, რომლებიც გადამწყვეტია მომხმარებელთა ვინაობის გაუმხელობისთვის ინტერნეტში.

გაითვალისწინეთ: აღარ იქნება მხარდაჭერილი Windows 7, 8, და 8.1, აგრეთვე macOS 10.12-იდან 10.14-ამდე მას შემდეგ, რაც გამოვა Tor-ბრაუზერი 14. მომხმარებლები მოძველებული საოპერაციო სისტემებით კვლავ მიიღებენ უსაფრთხოების განახლებებს Tor-ბრაუზერისთვის 13.5 სულ მცირე 2025 წლის სექტემბრამდე მაინც. გთხოვთ მიჰყვეთ მითითებებს Tor-ფორუმის წერილიდან, რომ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერი 13.5 მოძველებული სისტემებისთვის. დაჟინებით გირჩევთ, განაახლოთ, რომ წვდომა გქონდეთ ბოლოს გამოშვებულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებთან, რომელთაც გთავაზობთ Tor-ბრაუზერი.

Windows

საოპერაციო სისტემები (32-ბიტიანი და 64-ბიტიანი):

  • Windows 10
  • Windows 11

macOS

  • macOS 10.15 და უფრო ახალი.

Linux

Tor-ბრაუზერი მხარდაჭერილია Linux-ზე დაფუძნებულ ყველა თანამედროვე სისტემაზე. გთხოვთ შეგვეხმიანოთ თუ დაბრკოლებას აწყდებით დაყენებისას.

Android

  • Android 5.0 ან უფრო ახალი.

დაყენება

Windows-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, ორჯერ დაწკაპეთ .exe ფაილი. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

macOS-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg ფაილი. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

Linux-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. შემდეგ კი მიჰყევით ან გრაფიკულ, ან ბრძანებათა ველის მითითებებს:

გრაფიკული ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ შესაბამისი პროგრამით.

  • გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში.

  • დაწკაპეთ start-tor-browser.desktop ფაილი, რომ გაეშვას ბრაუზერი.

გაითვალისწინეთ: თუ ეს ნაბიჯები არ იმუშავებს, მოსინჯეთ ბრძანებების შეყვანის ხერხი.

ბრძანებათა ველის ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ ბრძანებით tar -xf [TB archive].

  • Tor-ბრაუზერის საქაღალდიდანვე შეგიძლიათ გაუშვათ ბრაუზერი ბრძანებით:

    ./start-tor-browser.desktop

    შენიშვნა: თუ ეს ბრძანება არ იმუშავებს, მოგიწევთ ფაილი აქციოთ გამშვებად. ამავე საქაღალდიდან გაუშვით: chmod +x start-tor-browser.desktop

  • იმისთვის, რომ Tor-ბრაუზერი მიეთითოს გამშვებ პროგრამად და გამოჩნდეს პროგრამების მენიუში, გამოიყენეთ ბრძანება:

    ./start-tor-browser.desktop --register-app

იხილეთ, როგორ უნდა განაახლოთ Tor-ბრაუზერი.