Windows-ზე
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, ორჯერ დაწკაპეთ .exe
ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.
macOS-ზე
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg
ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.
GNU/Linux-ზე
გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.
ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz
ფაილი.
(სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.
შემდეგ კი მიჰყევით ან გრაფიკულ, ან ბრძანებათა ველის მითითებებს:
გრაფიკული ხერხი
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ შესაბამისი პროგრამით.
საჭიროა მიუთითოთ GNU/Linux-ს, რომ დაგრთოთ ნება, გაუშვათ shell-სკრიპტები.
გადადით Tor-ბრაუზერის ახლადშექმნილ საქაღალდეში.
მარჯვენა ღილაკით დაწკაპეთ start-tor-browser.desktop
, გახსენით პარამეტრები ან მახასიათებლები და დაუშვით ფაილის პროგრამის სახით გაშვების ნებართვა.
ორჯერ დააწკაპეთ ხატულაზე Tor-ბრაუზერის პირველად გასაშვებად.

შენიშვნა: Ubuntu-სა და ზოგიერთ სხვა დისტრიბუტივზე, თუ შეეცდებით გაუშვათ start-tor-browser.desktop
, შესაძლოა ტექსტური ფაილი გაიხსნას.
სანაცვლოდ, Tor-ბრაუზერი რომ გაეშვას, მიჰყევით ამ მითითებებს:
- გახსენით „Files“ (GNOME Files/Nautilus ფაილების მმართველი)
- დაწკაპეთ პარამეტრები.
- გადადით ჩანართზე „Behavior'“.
- აირჩიეთ „Run them“ ან „Ask what to do“ განყოფილებაში „Executable Text Files“.
- თუ მეორეს აარჩევთ, დაწკაპეთ „Run“ მას შემდეგ, რაც გაეშვება ფაილი
start-tor-browser.desktop
.

ბრძანებათა ველის ხერხი
როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ ბრძანებით tar -xf [TB archive]
.
Tor-ბრაუზერის საქაღალდიდანვე შეგიძლიათ გაუშვათ ბრაუზერი ბრძანებით:
./start-tor-browser.desktop
შენიშვნა: თუ ეს ბრძანება არ იმუშავებს, მოგიწევთ ფაილი აქციოთ გამშვებად. ამავე საქაღალდიდან, გაუშვით: chmod +x start-tor-browser.desktop
დამატებით, სხვა აღნიშვნების დართვითაც შეიძლება გაეშვას start-tor-browser.desktop
ბრძანებათა ველიდან:
აღნიშვნა |
აღწერა |
--register-app |
Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამად მითითება. |
--verbose |
Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემების ასახვა ბრძანებათა ფანჯარაში. |
--log [file] |
Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემებს ჩაწერა ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log). |
--detach |
ბრძანებათა ველის ჩახსნა და Tor-ბრაუზერის ფონურად გაშვება. |
--unregister-app |
Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამებიდან მოცილება. |
იხილეთ, როგორ უნდა განაახლოთ Tor-ბრაუზერი.