Tor-ბრაუზერი მუდმივად განახლებული უნდა იყოს. თუ თქვენ განაგრძობთ მოძველებული ვერსიის გამოყენებას, დაუცველი იქნებით უსაფრთხოების ხვრელების მიმართ, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნება თქვენი პირადი მონაცემების დაცვასა და ვინაობის გაუმხელობას.

Tor-ბრაუზერი ამოგიგდებთ განახლებას, როდესაც ახალი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: Torbutton-ის ხატულზე გამოჩნდება ყვითელი სამკუთხედი და ასევე შეიძლება იხილოთ განახლების მაჩვენებელი წარწერა Tor-ბრაუზერის გახსნისას. განახლება შეგიძლიათ როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.

TOR-ბრაუზერის თვითგანახლება

როდესაც Tor-ბრაუზერი განახლებას ამოაგდებს, დააწკაპეთ Torbutton-ის ხატულაზე, შემდეგ აირჩიეთ „Tor-ბრაუზერის განახლებებზე შემოწმება“.

როდესაც Tor-ბრაუზერი დაასრულებს განახლებებზე შემოწმებას, დააწკაპეთ ღილაკზე „განახლება“.

დაელოდეთ განახლების ჩამოტვირთვასა და დაყენებას, შემდეგ კი ხელახლა გაუშვით Tor-ბრაუზერი. უკვე გექნებათ განახლებული Tor-ბრაუზერი.

TOR-ბრაუზერის ხელით განახლება

მას შემდეგ რაც Tor-ბრაუზერის განახლება ამოვარდება, დაასრულეთ მუშაობა და დახურეთ პროგრამა.

ამოშალეთ Tor-ბრაუზერი სისტემიდან, მისი საქაღალდის წაშლით (იხილეთ განყოფილება ამოშლა, დამატებითი ინფორმაციისთვის).

ეწვიეთ გვერდს https://www.torproject.org/download/ და ჩამოტვირთეთ Tor-ბრაუზერის უახლესი გამოშვება, შემდეგ კი ჩვეულებრივ დააყენეთ.