მისაერთებელი გადამყვანების დიდი ნაწილი, მათ შორის obfs4, ეფუძნება „ხიდურ“ გადამცემებს.
Tor-ის ჩვეულებრივი გადამცემების მსგავსად, ხიდებიც გაშვებულია მოხალისეების მიერ; თუმცაღა, განსხვავებით რიგითი გადამცემებისა, ისინი არაა საჯაროდ გამოქვეყნებული, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე, ვერ შეძლებს მათ ადვილად აღმოჩენას.
ხიდების გამოყენება მისაერთებელ გადამყვანებთან ერთად, გამოსადეგია Tor-ით სარგებლობის შესანიღბად, თუმცა შესაძლოა შეანელოს კავშირი, ჩვეულებრივ Tor-გადამცემებთან შედარებით.
სხვა მისაერთებელი გადამყვანები, როგორიცაა meek, იყენებს ცენზურის ასარიდებელ განსხვავებულ საშუალებებს, რომლებიც არაა დაფუძნებული გადამცემ ხიდებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ ხიდების მისამართების მოპოვება, ამ გადამყვანების გამოსაყენებლად.
გადამცემი ხიდების მისამართების მიღება
ვინაიდან, გადამცემი ხიდები არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, დაგჭირდებათ მათი მოთხოვნა. გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
- იხილეთ https://bridges.torproject.org/ და მიჰყევით მითითებებს, ან
- გამოგზავნოთ წერილი მისამართზე bridges@torproject.org Gmail ან Riseup ელფოსტიდან
- გამოიყენოთ Moat ხიდების მისაღებად Tor-ბრაუზერში.
- გაუგზავნეთ წერილი @GetBridgesBot-ს Telegram-ზე. შეეხეთ 'Start', ანდა აკრიფეთ
/start
ან /bridges
მიმოწერის ველში. აიღეთ ხიდის მისამართის ასლი და შემდეგ:
- Tor Browser Desktop: Click on "Settings" in the hamburger menu (≡) and then on "Connection" in the sidebar.
„ხიდის“ არეში „უკვე ნაცნობი ხიდის შეყვანისას“ დაწკაპეთ „ხიდის ხელით მითითება“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე.
- Tor-ბრაუზერში Android-ზე: შეეხეთ „პარამეტრებს“ (⚙️) და შემდეგ „ხიდის გამართვას“. გადართეთ „ხიდის გამოყენებაზე“ და აირჩიეთ „ნაცნობი ხიდის მითითება“. შეიყვანეთ ხიდის მისამართი.
როგორ გამოიყენება MOAT
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად.
„ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „გადამცემი ხიდის მოთხოვნა საიტიდან torproject.org“ და შემდეგ დაწკაპეთ „ხიდის მოთხოვნა...", შედეგად კი BridgeDB მოგაწვდით ერთ-ერთ მათგანს.
გაიარეთ Captcha-შემოწმება და დაწკაპეთ „გაგზავნა“.
დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.

Your setting will automatically be saved once you close the tab.

გადამცემი ხიდების მისამართების შეყვანა
თუ პირველად უშვებთ Tor-ბრაუზერს, დაწკაპეთ „კავშირის გამართვა“ Tor-პარამეტრების ფანჯრის გასახსნელად.
„ხიდების“ არეში მონიშნეთ „უკვე ნაცნობი ხიდის შეყვანა“, შემდეგ კი დაწკაპეთ „ხიდის ხელით მითითება...“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე.
დაწკაპეთ „დაკავშირება“ პარამეტრების შესანახად.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.
„ხიდების“ არეში მონიშნეთ „უკვე ნაცნობი ხიდის შეყვანა“, შემდეგ კი დაწკაპეთ „ხიდის ხელით მითითება...“ და შეიყვანეთ თითოეული ხიდის მისამართი ცალკე ხაზზე.
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.

თუ დაკავშირება ვერ მოხერხდა, მოცემული გადამცემი ხიდები შესაძლოა აღარ იყოს მოქმედი. გთხოვთ, ზემოთ აღნიშნული გზების საშუალებით მოითხოვოთ სხვა ხიდების მისამართები და სცადოთ ხელახლა.
ხიდნიშანი
თითოეული ხიდის მისამართი წარმოდგენილია ღიმილაკებით, სახელწოდებით ხიდნიშანი. ხიდნიშნებით შეიძლება გადამოწმება, წარმატებით დაემატა თუ არა სასურველი ხიდი.
ხიდნიშნები ხიდების ამოსაცნობი ადვილად აღსაქმელი საშუალებებია და არ გამოიყენება Tor-ქსელთან კავშირის ხარისხის ან ხიდის მიმდინარე მდგომარეობის აღმნიშვნელად.
ღიმილაკების ნიშნები არ გამოდგება შესაყვანად. მომხმარებლებს სრულად მოუწევთ ხიდის მისამართის მითითება მასთან კავშირის დასამყარებლად.

ხიდის მისამართის გაზიარება შესაძლებელია QR-კოდით ან მთლიანი მისამართის ასლის აღებით.