ზოგჯერ, პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ. Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. მათ ეწოდება „მისაერთებელი გადამყვანები“.

მისაერთებელი გადამყვანის სახეობები

ამჟამად სამი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.

obfs4 obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს და ამასთან არ აძლევს ცენზორებს საშუალებას მოიძიონ გადამცემი ხიდები, ინტერნეტსკანერით. obfs4 გადამცემი ხიდის აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მისი წინამორბედის, obfs3-ის გადამცემის.
meek meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით.
Snowflake Snowflake წარმოადგენს Flashproxy-ის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. იგი მიმოცვლილ მონაცემებს აგზავნის WebRTC-ის გავლით, პირდაპირი კავშირის პროტოკოლით, მათ შორის NAT-ის პირობებშიც, შესაბამისი ჩაშენებული საშუალებებით.

მისაერთებელი გადამყვანების გამოყენება

მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას. Under the "Bridges" section, locate the option "Choose from one of Tor Browser's built-in bridges" and click on "Select a Built-In Bridge" option. მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.

საჭირო მისაერთებელი გადამყვანის მითითების შემდგომ, გადადით ზემოთ და დაწკაპეთ „დაკავშირება“, პარამეტრების შესანახად.

ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. Under the "Bridges" section, locate the option "Choose from one of Tor Browser's built-in bridges" and click on "Select a Built-In Bridge" option. აირჩიეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი მოცემული მენიუდან. თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.

ჩაშენებული ხიდების გამართვა

რომელი გადამყვანი უნდა გამოვიყენო?

Tor-ის ხიდების მენიუში მოცემული თითოეული გადამყვანი, სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათი შედეგიანობა დამოკიდებულია გვერდის ავლის თავისებურებებზე.

თუ პირველად ცდილობთ შეზღუდული ქსელისთვის გვერდის ავლას, ჯობია მოსინჯოთ სხვადასხვა სახის გადამყვანები: obfs4, snowflake ან meek-azure.

თუ ცდით ყველა მათგანს და ვერცერთი ვერ დაგაკავშირებთ ინტერნეტთან, დაგჭირდებათ გადამცემი ხიდების მოთხოვნა ან მათი მისამართების ხელით მითითება.

მომხმარებლებმა ჩინეთიდან სასურველია, გამოიყენონ დაფარული და აღუნუსხავი obfs4-ხიდები. მისწერეთ ჩვენს Telegram-ბოტს @GetBridgesBot და აკრიფეთ /bridges. ან გამოგზავნეთ წერილი ელფოსტაზე frontdesk@torproject.org და თემის დასახელებაში ჩაუწერეთ „private bridge“.

წაიკითხეთ ხიდების შესახებ განყოფილება და შეიტყვეთ, თუ რას წარმოადგენს ხიდები და როგორ ხდება მათი მოპოვება.