Onion-მომსახურებები (ცნობილი, როგორც DarkNet ანუ „ჩრდილოვანი ქსელი“) წარმოადგენს მომსახურებებს (აგრეთვე საიტებს) რომლებიც მხოლოდ Tor-ქსელის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.

Onion-მომსახურებებს გააჩნია გარკვეული უპირატესობები, ჩვეულებრივ, დაუცველ ქსელთან შედარებით:

  • Onion-მომსახურებების მდებარეობა და IP-მისამართები დამალულია, რაც ართულებს ზედამხედველებისა და ცენზორების მიერ მათ აღმოჩენასა ან მათი გამშვებების დადგენას.
  • მიმოცვლილი მონაცემები Tor-ის მომხმარებლებსა და Onion-მომსახურებებს შორის დაცულია გამჭოლი დაშიფვრით, ასე რომ შეგიძლიათ არ იდარდოთ HTTPS-ით დაკავშირებაზე.
  • Onion-მომსახურების მისამართი თავისით იქმნება, ასე რომ საიტის მმართველს, არ ესაჭიროება დომენური სახელის შეძენა; მისამართის .onion დაბოლოება, აგრეთვე ეხმარება Tor-ს იმის დამოწმებაში, რომ კავშირი სწორადაა დამყარებული და ადგილი არ აქვს უნებართვო ჩარევებს.

წვდომის მიღება ONION-მომსახურებებთან

სხვა ვებსაიტების მსგავსად, გესაჭიროებათ Onion-მომსახურების ზუსტი მისამართის ცოდნა, მასთან დასაკავშირებლად. Onion-მისამართი შედგება, როგორც წესი, 56 ასობგერისა და ციფრისგან, დაბოლოებით „.onion“.

როდესაც უკავშირდებით ვებსაიტს, რომელიც onion-მომსახურებას იყენებს, Tor-ბრაუზერი გაჩვენებთ მისამართების ველში ხახვის ხატულას, კავშირის მდგომარეობის აღსანიშნავად: უსაფრთხოა და იყენებს onion-მომსახურებას. ვრცლად, იხილავთ Onion-საიტის შესახებ რომელსაც სტუმრობთ, წრედის მეშვეობით.

კიდევ ერთი საშუალება, Onion-საიტზე ინფორმაციის მისაღებად, თუ საიტის მფლობელს აქვს დანერგილი, არის Onion-მდებარეობა. Onion-მდებარეობა არის განსხვავებული სახის HTTP-თავსართი, რომლითაც საიტებს შეუძლია თავიანთი onion-ასლის ხალხისთვის შეთავაზება. თუ ვებსაიტს, რომელსაც სტუმრობთ გააჩნია onion-საიტიც, იისფერი შემოთავაზება გამოჩნდება მისამართების ველში ტექსტით „.onion ხელმისაწვდომია“ როცა დაწკაპებთ „.onion ხელმისაწვდომიას“, ვებსაიტი ახლიდან ჩაიტვირთება უკვე onion-მისამართიდან.

Onion-მდებარეობა

საიტის Onion-ვერსიისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, შეგიძლიათ ჩართოთ Onion-მდებარეობაზე ავტომატური გადამისამართება. დაწკაპეთ მთავარ მენიუს (≡), გადადით პარამეტრებზე, აირჩიეთ პირადულობა და უსაფრთხოება, სადაც Onion-მომსახურებების არეში ნახავთ „უპირატესობა .onion-საიტებს ამოცნობისას“ და მონიშნეთ „ყოველთვის“. ან, თუ უკვე გაშვებული გაქვთ Tor-ბრაუზერი, შეგიძლიათ ახალ ჩანართში ჩასვათ ასლი მოცემული მისამართის: about:preferences#privacy და შეცვალოთ პარამეტრი.

დამოწმება ONION-მომსახურებით სარგებლობისას

დამოწმებული onion-მომსახურება ისეთი მომსახურებაა, რომელიც საჭიროებს კლიენტის მხრიდან დასამოწმებელი საბუთის წარმოდგენას, მომსახურებასთან წვდომის მისაღებად. როგორც Tor-მომხმარებელმა, შეგიძლიათ დაამოწმოთ ვინაობა პირდაპირ Tor-ბრაუზერში. მომსახურებასთან კავშირისთვის, დაგჭირდებათ მონაცემები, რომლებსაც Onion-მომსახურება მომსახურება მოგაწვდით. როდესაც ეწვევით დამოწმებულ onion-მომსახურებას, Tor-ბრაუზერი მისამართების ველში გამოაჩენს პატარა რუხ გასაღებს, თანდართული წარწერით. შეიყვანეთ სათანადო საიდუმლო გასაღები, შესატან ველში.

კლიენტის დამოწმება

ONION-მომსახურებების შეცდომები

თუ ვერ უკავშირდებით Onion-საიტს, Tor-ბრაუზერი მოგაწვდით შეცდომის შესაბამის შეტყობინებას, თუ რატომაა საიტი მიუწვდომელი. შეცდომები სხვადასხვა შრეზე შეიძლება წარმოიშვას: კლიენტის მხარეს, ქსელში ან მომსახურების მხარეს. ზოგიერთი შეცდომა შეიძლება გამოსწორდეს ხარვეზების აღმოფხვრის არედან. ცხრილში ქვემოთ ნაჩვენებია ყველა შესაძლო შეცდომა და მოქმედება, რომელიც გამოსადეგია ხარვეზის გამოსასწორებლად.

კოდი შეცდომის დასახელება მოკლე აღწერა
0xF0 Onion-საიტი ვერ მოიძებნა უმეტესად შედეგია იმისა, რომ საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას.
0xF1 Onion-საიტი არაა ხელმისაწვდომი Onion-საიტი მიუწვდომელია შიდა შეცდომის გამო.
0xF2 Onion-საიტი გათიშულია უმეტესად შედეგია იმისა, რომ Onion-საიტი არაა ხაზზე. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას.
0xF3 ვერ უკავშირდება Onion-საიტს Onion-საიტზე შეფერხებაა ან Tor-ქსელია გადატვირთული. კვლავ სცადეთ მოგვიანებით.
0xF4 Onion-საიტი საჭიროებს შესვლის დამოწმებას Onion-საიტთან წვდომისთვის საჭიროა გასაღები, რომელიც არ მითითებულა.
0xF5 Onion-საიტზე დამოწმება ვერ მოხერხდა მითითებული გასაღები არასწორი ან გაუქმებულია. მიმართეთ Onion-საიტის ხელმძღვანელობას.
0xF6 Onion-საიტის არამართებული მისამართი მოცემული Onion-საიტის მისამართი არასწორია. გთხოვთ, გადაამოწმოთ შეყვანამდე.
0xF7 Onion-საიტის წრედის შექმნის დრო ამოიწურა ვერ მოხერხდა Onion-საიტთან მიერთება, შესაძლოა, სუსტი კავშირის გამო.

ხარვეზების მოგვარება

თუ საჭირო Onion-მომსახურებასთან წვდომას ვერ ახერხებთ, დარწმუნდით რომ მისამართი სწორად შეგყავთ: მცირე შეცდომაც კი არ მისცემს Tor-ბრაუზერს საიტთან წვდომის საშუალებას.

თუ მაინც ვერ ახერხებთ დაკავშირებას Onion-მომსახურებასთან მისამართის გადამოწმების შემდეგაც, გთხოვთ სცადოთ ხელახლა მოგვიანებით. შესაძლოა დროებითი შეფერხება იყოს ან საიტის ხელმძღვანელობამ გაუფრთხილებლად გამოთიშა ხაზიდან.

თუ Onion-მომსახურება, რომელთან წვდომასაც ცდილობთ შედგება 16 ასონიშნისგან (V2 სახეობის), ამგვარი მისამართები მოძველებულია და გაუქმდება.

ამასთან, Onion-მომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ DuckDuckGo-ს Onion-მომსახურებასთან. დაკავშირების მეშვეობით.