ყველაზე მეტად უსაფრთხო და მარტივი გზა Tor-ბრაუზერის ჩამოსატვირთად, Tor-პროექტის ოფიციალური ვებსაიტია https://www.torproject.org/download. თქვენი კავშირი საიტთან დაცულია HTTPS-არხით, რომელიც არ აძლევს უცხო პირებს კავშირში ჩართვის ან გვერდის გაყალბების საშუალებას.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა არ იყოს შესაძლებელი Tor-პროექტის საიტთან წვდომა: მაგალითად, როცა შეზღუდულია თქვენი ქსელიდან. ასეთ შემთხვევებში, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მითითებული გზები.

ბმულის ასლები

თუ ვერ ახერხებთ Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვას Tor-პროექტის მთავარი საიტიდან, სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმულის ოფიციალური ასლები, ან EFF, ან Calyx Institute.

GETTOR

GetTor წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც წერილზე პასუხის სახით ავტომატურად აგზავნის Tor-ბრაუზერის უახლესი ვერსიების ჩამოსატვირთ ბმულებს, განთავსებულს სხვადასხვა საიტებზე, როგორიცაა Dropbox, Google Drive და GitHub.

GETTOR-ის გამოყენება ელფოსტით:

გაგზავნეთ წერილი ელფოსტაზე gettor@torproject.org და შიგთავსში ჩაუწერეთ უბრალოდ „windows“, „osx“ ან „linux“ (ბრჭყალების გარეშე), თქვენი სისტემის შესაბამისად.

GetTor ავტომატურად უპასუხებს წერილს ელფოსტაზე ბმულებით, რომლებითაც შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ Tor-ბრაუზერის დასაყენებელი პროგრამა, დაშიფრული ხელმოწერით (გამოსადეგია ჩამოტვირთული ფაილის ნამდვილობის შესამოწმებლად), ერთგვარი გასაღების ანაბეჭდით, რომელიც წარმოადგენს ფაილის სადარჯამს. ასევე შესაძლოა შემოთავაზებული იყოს არჩევანი, „32-ბიტიანი“ ან „64-ბიტიანი“ ვერსიის: ეს დამოკიდებულია, კომპიუტერის სისტემაზე.

GETTOR-ის გამოყენება TWITTER-ით:

Tor-ბრაუზერის ინგლისური ვერსიის ბმულების მისაღებად macOS-ისთვის, გაგზავნეთ პირდაპირი შეტყობინება @get_tor-ზე სიტყვებით "osx en" (ანგარიშის გამოწერა არაა სავალდებულო).

GETTOR-ის გამოყენება JABBER/XMPP-ით (JITSI, COYIM, და ა.შ.):

Tor-ბრაუზერის ჩინური ვერსიის ბმულების მისაღებად Linux-ისთვის, გაგზავნეთ შეტყობინება gettor@torproject.org სიტყვებით "linux zh".