გვერდების მონახულება Tor-ბრაუზერით უნდა შეგეძლოთ გაშვებიდან მცირე ხანში „დაკავშირების“ ღილაკზე დაწკაპებით, თუ პირველად რთავთ პროგრამას.

დაწკაპეთ „დაკავშირებას“ Tor-თან მიერთებისთვის

კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ, თუ დააწკაპებთ „შემოწმებას“.

კავშირის მეგზურით შემოწმება

გადაამოწმეთ, ხომ არ აწერია „კავშირგარეშე“. თუ ვერ ახერხებს Tor-ქსელთან მიერთებას და უწერია „არაა დაკავშირებული“, მოცემული ხერხები შეიძლება გამოგადგეთ.

კავშირის მეგზური წერს ხაზგარეშეს

სწრაფი გადაწყვეტები

თუ Tor-ბრაუზერი ქსელს ვერ უკავშირდება, შესაძლოა უშველოს მარტივმა გადაწყვეტამ. სცადეთ ქვემოთ მოცემული:

  • თქვენს კომპიუტერზე სისტემის დრო უნდა იყოს გასწორებული, თუ არადა Tor ვერ მოახერხებს დაკავშირებას.
  • დარწმუნდით, რომ უკვე არაა გაშვებული Tor-ბრაუზერი ან სხვა „Tor“ სისტემაში. თუ ვერ ახერხებთ, გადაამოწმოთ უკვე გაშვებულია თუ არა Tor-ბრაუზერი, ხელახლა ჩართეთ სისტემა.
  • დარწმუნდით, რომ რომელიმე ანტივირუსული პროგრამა არ ზღუდავს Tor-ის გაშვებას. შესაძლოა დაგჭირდეთ ანტივირუსის შესახებ მასალებისა და მითითებების გაცნობა, თუ არ იცით, როგორ გააკეთოთ.
  • დროებით გათიშეთ ქსელის ფარი (Firewall).
  • თუ Tor-ბრაუზერი აქამდე მუშაობდა და აღარ მუშაობს, შეიძლება თქვენი სისტემა ძილის რეჟიმში იმყოფებოდა. სისტემის ხელახლა ჩართვამ შეიძლება უშველოს.
  • წაშალეთ Tor-ბრაუზერი და ახლიდან დაყენეთ. თუ აახლებთ, პირდაპირ არ გადააწეროთ ძველი Tor-ბრაუზერის ფაილებს; ჯერ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სრულადაა წაშლილი.

TOR-ის აღრიცხული ჩანაწერები

ხშირად, Tor-ის ჩანაწერების ნახვა, შეიძლება გამოდგეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზია დაკავშირებისას, გამოჩნდება შეცდომის კოდი და შეგეძლებათ მიუთითოთ „Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერების ასლი“. შემდეგ ჩასვით Tor-ის აღრიცხვის ჩანაწერი რამე ტექსტურ ფაილში ან დოკუმენტში.

თუ ვერ ხედავთ ამ პარამეტრს და Tor-ბრაუზერი გაშვებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარ მენიუში („≡“), დაწკაპოთ „პარამეტრები“ და შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე. გვერდის ბოლოში, „იხილეთ Tor-ის ჩანაწერები“ წარწერის გვერდით, დაწკაპეთ „ჩანაწერების ნახვა...“.

სანაცვლოდ, GNU/Linux-ზე აღრიცხვის ჩანაწერების პირდაპირ ტერმინალში სანახავად გადადით Tor-ბრაუზერის საქაღალდეში და გაუშვით Tor-ბრაუზერი ბრძანებათა ველში შემდეგი ტექსტის აკრეფით:

./start-tor-browser.desktop --verbose

ან ჩანაწერების შესანახად ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log):

./start-tor-browser.desktop --log [file]

ვრცლად, ამის შესახებ იხილავთ მხარდაჭერის ფორუმზე.

თქვენი ქსელი ცენზურის ქვეშაა?

თუ მაინც ვერ უკავშირდებით, შესაძლოა თქვენი ინტერნეტის მომწოდებელი ზღუდავდეს Tor-ქსელთან კავშირებს. გაეცანით გვერდის ავლის განყოფილებას შესაძლო გადაწყვეტებისთვის.

ცნობილი ხარვეზები

Tor-ბრაუზერი მუდმივად მუშავდება და ზოგი ხარვეზი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ არ გასწორებულა. გთხოვთ გადახედოთ გამოვლენილი ხარვეზების გვერდს, რომ გაარკვიოთ, შეცდომა რომელსაც წააწყდით, უკვე აღნუსხულია, თუ ჯერ არა.