თუ პირადი მონაცემები, როგორიცაა ანგარიშის სახელი და პაროლი, ინტერნეტით დაუშიფრავად გადაიცემა, მარტივად იქნება ხელმისაწვდომი მეთვალყურეებისთვის. საიტის ანგარიშზე შესვლისას, დარწმუნდით რომ ეს საიტი უზრუნველყოფს HTTPS-დაშიფვრას, რომელიც დაგიცავთ ინფორმაციის ამგვარი სახით ხელყოფისგან. ამის გადამოწმება შეგიძლიათ მისამართების ველიდან. თუ თქვენი კავშირი დაშიფრულია, მისამართის თავსართი იქნება „https://“ და არა „http://“.
მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი Tor-ბრაუზერში
მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი ყველა საიტს აიძულებს, კავშირისთვის გამოიყენოს უსაფრთხო და დაშიფრული არხი, სახელწოდებით HTTPS.
საიტების უმეტესობაზე ისედაც მხარდაჭერილია HTTPS;ზოგზე ორივე გამოიყენება, HTTP და HTTPS.
ამ რეჟიმის ჩართვით უზრუნველყოფილი იქნება საიტთან კავშირის HTTPS-ზე გადაყვანა და შესაბამისად, მეტი უსაფრთხოება.

ზოგ ვებსაიტზე მხოლოდ HTTP არის მხარდაჭერილი და ვერ გადავა უკეთესზე. თუ HTTPS-სახით არაა საიტი ხელმისაწვდომი, იხილავთ გვერდს, „უსაფრთხო საიტი მიუწვდომელია”:

თუ დააწკაპებთ „გადასვლა HTTP-საიტზე“, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და იხილავთ საიტის HTTP-ვერსიას. მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი დროებით გამოირთვება ამ საიტისთვის.
დაწკაპეთ „უკან დაბრუნების“ ღილაკზე, თუ გსურთ, აირიდოთ დაუშიფრავი კავშირები.
შემდეგი გამოსახულება აჩვენებს, თუ რა ინფორმაციაა ხილული მეთვალყურეებისთვის, Tor-ბრაუზერითა და HTTP-დაშიფვრით ან მათ გარეშე:
- დააწკაპეთ „Tor-ის“ ღილაკს რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, Tor-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ იმის მისანიშნებლად, რომ Tor ჩართულია.
- დააწკაპეთ „HTTPS-ის“ ღილაკზე, რომ იხილოთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, HTTPS-ით სარგებლობისას. ღილაკი იქცევა მწვანედ, იმის მისანიშნებლად, რომ HTTPS ჩართულია.
- როდესაც ორივე ღილაკი მწვანეა, თქვენ იხილავთ, თუ რამონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, ორივე მათგანით სარგებლობისას.
- როდესაც ორივე ღილაკი ნაცრისფერია, თქვენ იხილავთ, თუ რა მონაცემებია ხილული გარეშე თვალისთვის, როცა არცერთ მათგანს არ იყენებთ.
შესაძლო ხილული მონაცემები
-
Site.com
-
მონახულებული საიტი.
-
user / pw
-
შესვლისას გამოყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
-
data
-
გადაგზავნილი მონაცემები.
-
location
-
ქსელის მისამართი, რომელსაც კომპიუტერი იყენებს საიტზე შესვლისას (გარე IP-მისამართი).
-
Tor
-
გამოყენებულია თუ არა Tor.