ზოგჯერ, პირდაპირი წვდომა Tor-ქსელთან შეზღუდულია თქვენი ინტერნეტის მომწოდებლის ან მთავრობის მიერ.
Tor-ბრაუზერს გააჩნია ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გარკვეული საშუალებები. მათ ეწოდება „მისაერთებელი გადამყვანები“.
მისაერთებელი გადამყვანის სახეობები
ამჟამად ოთხი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.
obfs4
|
obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს და ამასთან არ აძლევს ცენზორებს საშუალებას მოიძიონ გადამცემი ხიდები, ინტერნეტსკანერით. obfs4 გადამცემი ხიდის აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე მისი წინამორბედის, obfs3-ის გადამცემის.
|
meek
|
meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით.
|
Snowflake
|
Snowflake კავშირებს ამისამართებს მოხალისეთა მიერ უზრუნველყოფილი შუამავალი პროქსებით, შედეგად კი ისე ჩანს, თითქოს ვიდეოზარით ურეკავთ ვინმეს, ნაცვლად Tor-ით სარგებლობისა.
|
WebTunnel
|
WebTunnel ნიღბავს თქვენს კავშირს Tor-თან, წარმოაჩენს ისე, თითქოს ვებსაიტს უკავშირდებოდეთ HTTPS-არხით.
|
მისაერთებელი გადამყვანების გამოყენება
მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის დაწკაპეთ „კავშირის გამართვას“ Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას.
„ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“.
მენიუდან მიუთითეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.
Once you've selected the pluggable transport, click on "Connect" to save your settings.
ანდაც, თუ Tor-ბრაუზერი უკვე გაშვებულია, დაწკაპეთ „პარამეტრები“ მთავარ მენიუში (≡), ხოლო შემდეგ „დაკავშირება“ გვერდით ზოლზე.
„ხიდების“ განყოფილებაში მონახეთ „ამორჩევა Tor-ბრაუზერის ჩაშენებული ხიდებიდან“ და დაწკაპეთ „ჩაშენებული ხიდის მითითება“.
Choose whichever pluggable transport you'd like to use from the menu and click on "OK".
თქვენი პარამეტრები ავტომატურად შეინახება ჩანართის დახურვისას.
რომელი გადამყვანი უნდა გამოვიყენო?
Tor-ის ხიდების მენიუში მოცემული თითოეული გადამყვანი, სხვადასხვაგვარად მუშაობს და მათი შედეგიანობა დამოკიდებულია გვერდის ავლის თავისებურებებზე.
თუ პირველად ცდილობთ შეზღუდული ქსელისთვის გვერდის ავლას, ჯობია მოსინჯოთ სხვადასხვა სახის გადამყვანები: obfs4, snowflake ან meek-azure.
თუ ცდით ყველა მათგანს და ვერცერთი ვერ დაგაკავშირებთ ინტერნეტთან, დაგჭირდებათ გადამცემი ხიდების მოთხოვნა ან მათი მისამართების ხელით მითითება.
მომხმარებლებმა ჩინეთიდან სასურველია, გამოიყენონ დაფარული და აღუნუსხავი obfs4-ხიდები.
მისწერეთ ჩვენს Telegram-ბოტს @GetBridgesBot და აკრიფეთ /bridges
.
ან გამოგზავნეთ წერილი ელფოსტაზე frontdesk@torproject.org და თემის დასახელებაში ჩაუწერეთ „private bridge ka“.
თუ უკავშირდებით სხვა ქვეყნიდან, არ დაგავიწყდეთ თქვენი ქვეყნის ან ქვეყნის კოდის მითითება წერილის თემაში ელფოსტაზე.
წაიკითხეთ ხიდების შესახებ განყოფილება და შეიტყვეთ, თუ რას წარმოადგენს ხიდები და როგორ ხდება მათი მოპოვება.