Tor-ბრაუზერის გაშვებისას იხილავთ Tor-თან დაკავშირების ფანჯარას. იგი გთავაზობთ აირჩიოთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ Tor-ქსელს, თუ გამართოთ Tor-ბრაუზერი თქვენი კავშირებისთვის. Check the toggle if you want to get automatically connected to the Tor network.

დაკავშირება

დაწკაპეთ 'დაკავშირებას' Tor-ქსელთან მისაერთებლად

უმეტეს შემთხვევაში, „დაკავშირებაზე“ დაჭერა, საკმარისია Tor-ქსელთან მისაერთებლად დამატებითი გამართვის გარეშე.

როდესაც დააწკაპებთ, გამოჩნდება მდგომარეობის ზოლი, სადაც ნაჩვენები იქნება Tor-თან კავშირის მიმდინარეობა. თუ შედარებით სწრაფი ინტერნეტი გაქვთ და ზოლის შევსება გაიჭედება ერთ წერტილში, დაიხმარეთ „კავშირის მეგზური“ ან იხილეთ გაუმართაობის აღმოფხვრის გვერდი ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ იცით, რომ თქვენი კავშირი ცენზურის ქვეშაა ან პროქსის იყენებს, მაშინ უმჯობესია დაწკაპოთ „კავშირის გამართვა“.

დაწკაპეთ 'კავშირის გამართვას' ქსელის პარამეტრების მოსარგებად

კავშირის მეგზური

თუ Tor იზღუდება თქვენს ადგილსამყოფელზე, ხიდი გამოგადგებათ. კავშირის მეგზური აგირჩევთ მდებარეობის მიხედვით.

კავშირის მეგზური ავტომატურად

If Connection Assist is unable to determine your location you can select your region from the dropdown menu and click on 'Try a Bridge'.

კავშირის მეგზურის გამართვა

გამართვა

Tor-ბრაუზერი გაგიძღვებათ გარკვეული სახის პარამეტრების გასამართად.

კავშირის მეგზური გაცნობებთ ინტერნეტთან და Tor-ქსელთან შეერთების მდგრადობის შესახებ.

კავშირის წარმატებულად შემოწმება

კავშირის წარუმატებლად შემოწმება

პირველი მოსანიშნია „სწრაფგაშვება“. როცა მონიშნულია, ყოველი გახსნისას Tor-ბრაუზერი თავადვე შეეცდება დაკავშირებას, ქსელის უკვე მითითებული პარამეტრებით.

სწრაფგაშვება

თუ იცით, რომ ცენზურის ქვეშ იმყოფებით ან სცადეთ დაკავშირება Tor-ქსელთან და ვერ მოხერხდა, ამასთან ვერც სხვა გადაწყვეტებმა უშველა, შეგიძლიათ სცადოთ მისაერთებელი გადამყვანების გამართვა Tor-ბრაუზერში. „ხიდებთან“ გამოჩნდება გვერდის ავლის არე, საიდანაც შეძლებთ გამართოთ მისაერთებელი გადამყვანები ან დაუკავშირდეთ ხიდებით.

Tor-ხიდის გამართვა

სხვა პარამეტრები

თუ თქვენი კავშირი პროქსის იყენებს, მის გასამართად გახსენით „პარამეტრები...“ და შემდეგ „მიუთითეთ, თუ როგორ დაუკავშირდეს Tor-ბრაუზერი ინტერნეტს“. ჩვეულებრივ, არაა საჭირო რამის შეცვლა. წესით, ისედაც გეცოდინებათ, თუ რომელიმე უჯრის მონიშვნაა საჭირო, რადგან იმავე პარამეტრების მითითება, სხვა ბრაუზერებზეც დაგჭირდებოდათ. თუ შესაძლებელია, გაესაუბრეთ თქვენი ქსელის ზედამხედველს, დამატებითი მითითებებისთვის. თუ თქვენი ქსელი არ იყენებს პროქსის, დაწკაპეთ „დაკავშირება“.

პროქსის პარამეტრები Tor-ბრაუზერისთვის