JAVASCRIPT

JavaScript არის დაპროგრამების ენა, რომელიც საშუალებას იძლევა, ვებსაიტებზე გამოყენებული იყოს ურთიერთქმედი ნაწილები, როგორებიცაა ვიდეოები, მოძრავი სურათები ან ხმოვანი ფაილები და მათი გადახვევის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, JavaScript, სამწუხაროდ აგრეთვე გამოიყენება ბრაუზერის უსაფრთხოებაზე შეტევებისთვის, რაც ვინაობის გამჟღავნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

Tor Browser includes an add-on called NoScript. It's accessible through "Add-ons and themes" on the hamburger menu (≡). Locate the NoScript add-on and click on it to open a panel where you can customize its settings.

In the panel, next to the Toolbar button, select 'Show'. This will display the NoScript button to the right of the browser address bar. This button enables you to manage JavaScript and other scripts on web pages, allowing you to control their execution individually or block them entirely.

გვერდების მონახულებისას მაღალი უსაფრთხოების საჭიროების მქონე მომხმარებლებმა Tor-ბრაუზერის უსაფრთხოების დონედ უნდა მიუთითონ „მეტად დაცული“ (რომელიც JavaScript-ს გათიშავს HTTPS-ს არმქონე საიტებზე) ან „სრულიად დაცული“ (რომელიც იმავეს გააკეთებს ყველა ვებსაიტზე). However, disabling JavaScript will prevent many websites from displaying correctly, so Tor Browser's default setting is to allow all websites to run scripts in "Standard" mode.

ბრაუზერის დამატებები

Tor-ბრაუზერი დაფუძნებულია Firefox-ზე და ნებისმიერი დამატება ან თემა რომელიც თავსებადია Firefox-სთან, ასევე შეიძლება დაყენდეს Tor-ბრაუზერშიც.

მიუხედავად ამისა, Tor-ბრაუზერზე გამოსაყენებლად შემოწმებული დამატებები მხოლოდ ისინია, რომლებიც მოჰყვება ნაგულისხმევად. ნებისმიერი სხვა დამატების დაყენებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს Tor-ბრაუზერის მუშაობას ან საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებასა და პირადი მონაცემების დაცვას. ასე რომ, სხვა დამატებების დაყენება მეტად არასასურველია და Tor-პროექტის მიერ არაა მხარდაჭერილი.

FLASH PLAYER

Flash იყო ფაილების სამართავი პროგრამა, რომელიც გამოიყენებოდა საიტებზე ვიდეოებისა თუ სხვა ურთიერთქმედი მასალების საჩვენებლად, თუნდაც თამაშების. ნაგულისხმევად გათიშული იყო Tor-ბრაუზერში, ვინაიდან შეიძლება გამჟღავნებულიყო ნამდვილი მდებარეობა და IP-მისამართი. Tor-ბრაუზერში აღარაა მხარდაჭერილი Flash და ვეღარ ამუშავდება.

Flash-ის შესაძლებლობების დიდი ნაწილი ჩაანაცვლა HTML5-სტანდარტმა, რომლის მუშაობასაც მეტწილად უზრუნველყოფს JavaScript. ვიდეოსაიტები, როგორიცაა YouTube და Vimeo, გადასულია HTML5-ზე და აღარ იყენებენ Flash-ს.