მისაერთებელი გადამყვანები წარმოადგენს ხელსაწყოებს, რომლებითაც Tor-ს შეუძლია მონაცემების მიმოცვლის შენიღბვა. ეს გამოსადეგია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ინტერნეტ-მომსახურების მომწოდებელი ან სხვა რომელიმე ზემდგომი მუდმივად ცდილობს შეზღუდოს Tor-ქსელთან კავშირი.

მისაერთებელი გადამყვანის სახეობები

ამჟამად ხუთი სახის მისაერთებელი გადამყვანია ხელმისაწვდომი, მაგრამ სხვებიც მუშავდება.

obfs4 obfs4 აძლევს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს შემთხვევით სახეს, obfs3-ის მსგავსად, და ამასთან არ აძლევს ცენზორებს საშუალებას მოიძიონ გადამცემი ხიდები, ინტერნეტის დასკანირებით. obfs4 გადამცემი ხიდების აღმოჩენა და შეზღუდვა ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე obfs3-ის გადამცემების.
FTE ფორმატის გარდამქმნელი დაშიფვრა (format-transforming encryption – FTE) ნიღბავს Tor-ით მიმოცვლილ მონაცემებს, ჩვეულებრივი კავშირის (HTTP) სახით.
meek meek-გადამყვანები გადაცემულ მონაცემებს აძლევს ისეთ სახეს, თითქოს Tor-ქსელით სარგებლობის ნაცვლად, ცნობილ საიტებს ათვალიერებთ. meek-amazon ყველა კავშირს წარმოაჩენს ისე, თითქოს Amazon-ის ვებმომსახურებებს იყენებთ; meek-azure წარმოაჩენს ისე, თითქოს Microsoft-ის ვებმომსახურებებს უკავშირდებით; ხოლო meek-google წარმოაჩენს ისე, თითქოს Google-ის საძიებოთი სარგებლობთ.
Snowflake Snowflake წარმოადგენს Flashproxy-ის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. იგი მიმოცვლილ მონაცემებს აგზავნის WebRTC-ის გავლით, პირდაპირი კავშირის პროტოკოლით, მათ შორის NAT-ის პირობებშიც, შესაბამისი ჩაშენებული საშუალებებით.
მისაერთებელი გადამყვანების გამოყენება

მისაერთებელი გადამყვანით სარგებლობისთვის, დაწკაპეთ მისამართების ზოლის მარცხნივ მდებარე ხახვის ნიშანს ან „გამართვის“ ღილაკს, Tor-ბრაუზერის პირველი გაშვებისას.

შემდეგ აირჩიეთ „Tor-ქსელის პარამეტრები“ ჩამოსაშლელი მენიუდან.

გამოსულ ფანჯარაში, მონიშნეთ „Tor შეზღუდულია ჩემს ქვეყანაში“ და შემდეგ დაწკაპეთ „ჩაშენებული გადამცემი ხიდის მითითება“.

ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ სასურველი მისაერთებელი გადამყვანი გამოსაყენებლად.

საჭირო მისაერთებელი გადამყვანის არჩევის შემდგომ, დაწკაპეთ ღილაკზე „კარგი“ პარამეტრების შესანახად.