Tor-ბრაუზერს გააჩნია „უსაფრთხოების რბია“, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ უსაფრთხოება გარკვეული შესაძლებლობების გათიშვით, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს შესატევად, პირადი მონაცემების ხელყოფისთვის. Tor-ბრაუზერის დაცვის დონის გაზრდით, ზოგიერთი ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს, ასე რომ მოგიწევთ გარკვეული წონასწორობის შერჩევა, უსაფრთხოებისა და გამოყენების ხარისხს შორის.

უსაფრთხოების რბიასთან წვდომა

უსაფრთხოების რბია მდებარეობს Torbutton-ის „უსაფრთხოების პარამეტრებში“.

უსაფრთხოების დონეები

უსაფრთხოების რბიის აწევა გათიშავს ან ნაწილობრივ შეზღუდავს ბრაუზერის გარკვეულ შესაძლებლობებს, შეტევებისგან დაცვის გასაძლიერებლად.

სრულიად დაცული
მოცემულ დონეზე, HTML5-ის ვიდეო და ხმოვანი ფაილები გაეშვება მხოლოდ დაწკაპებით, NoScript-ის საშუალებით; JavaScript-ის წარმადობის ყველანაირი გაუმჯობესება გათიშულია; მათემატიკური გამოთვლების ნაწილი, შესაძლოა არასათანადოდ გამოჩნდეს; ზოგიერთი შრიფტის გამოსახვა შეზღუდულია; სურათების ნაწილი გათიშულია; JavaScript ნაგულისხმევად გამორთულია ყველა საიტზე; ვიდეოებისა და ხმოვანი ფაილების ფორმატები შეზღუდულია; აგრეთვე, შრიფტებისა და ხატულების ნაწილი, შესაძლოა არ გამოჩნდეს გამართულად.
მეტად დაცული
მოცემულ დონეზე, HTML5-ის ვიდეო და ხმოვანი ფაილები გაეშვება მხოლოდ დაწკაპებით, NoScript-ის საშუალებით; JavaScript-ის წარმადობის ყველანაირი გაუმჯობესება გათიშულია; მათემატიკური გამოთვლების ნაწილი, შესაძლოა არასათანადოდ გამოჩნდეს; ზოგიერთი შრიფტის გამოსახვა შეზღუდულია; სურათების ნაწილი გათიშულია; JavaScript ნაგულისხმევად გამორთულია ყველა HTTPS-ის არმქონე საიტზე.
ჩვეულებრივი
მოცემულ დონეზე, ბრაუზერის ყველა შესაძლებლობა ჩართულია. ესაა ყველაზე მეტად მოსახერხებელი გამოსაყენებლად.