თუ გსურთ დაეხმაროთ პროექტს სახელმძღვანელოს ან Tor-ბრაუზერის გადათარგმნაში თქვენს ენაზე, მეტად მადლიერნი დაგრჩებით! Tor-პროექტის თარგმნა ხდება Localization Lab Transifex-საიტზე, თარგმნის გასაიოლებელ ხელსაწყოზე. წვლილის შეტანის დასაწყებად, საჭიროა ანგარიშის შექმნა Transifex-ზე. ქვემოთ მოცემულია მითითებები, თუ როგორ ხდება ანგარიშის შექმნა და მუშაობის დაწყება.

Transifex-ზე ანგარიშის შექმნა

  • შეიყვანეთ შემდეგ გვერდზე თქვენი სახელი და მიუთითეთ „Localization“ და „Translator“ ჩამოსაშლელი მენიუდან.

  • შემდეგ გვერდზე, აირჩიეთ „Join an existing project“ პროექტში ჩასართავად.
  • მომდევნო გვერდზე კი აირჩიეთ ენა, რომელზეც საუბრობთ, ჩამოსაშლელი მენიუდან და განაგრძეთ.
  • თქვენი ანგარიში უკვე შექმნილია! გადადით Tor-ის Transifex-გვერდზე.
  • დააწკაპეთ მარჯვნივ არსებულ ლურჯ ღილაკს „Join Team“ გუნდში შემოერთებისთვის:

  • მიუთითეთ ენა, რომლიდანაც გსურთ თარგმნოთ, ჩამოსაშლელი მენიუდან:

  • შეტყობინება ნაჩვენები იქნება გვერდის თავში ამგვარად:

როდესაც თქვენი წევრად მიღება დადასტურდება, შეგიძლიათ თარგმნის დაწყება; უბრალოდ გადადით უკან Tor-ის Transifex-გვერდზე, როდესაც მზად იქნებით მუშაობის დასაწყებად. თარგმნის დაწყებამდე, გთხოვთ იხილოთ Tor-პროექტის გვერდი Localization Lab Wiki](https://wiki.localizationlab.org/index.php/Tor). სადაც, მონახავთ თარგმნის მითითებებსა და სხვა საჭირო მასალებს, რომლებიც დაგეხმარებათ Tor-ის თარგმნაში წვლილის შესატანად. გმადლობთ, დახმარების სურვილის გამოჩენისთვის!